კომპანია „ევრო ფარმი“ დაფუძნდა 2012 წელს და დღემდე წარმატებით საქმიანობს აგრო სექტორში. კომპანიის დამფუძნებელია საერთაშორისო აგრო კომპანია „სილქ ვოთერ გრუპი“, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოცდილება აქვს მიღებული სასოფლო – სამეურნეო პროექტების დაგეგმვა – განხორციელებაში.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფართო ასორტიმენტის ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის დისტრიბუციას, შეფუთვას, სორტირებას. აგრეთვე, „სილქ ვოთერ გრუპთან“ ერთად ახორციელებს აგრო პროექტებს საქართველოში, როგორიც არის სასათბურე მეურნეობებისა და საირიგაციო სისტემების განვითარება, იონჯის წარმოების ხელშეწყობა და სხვა მრავალი პროგრამა.

„ევრო ფარმი“ გამოირჩევა განსაკუთრებული მიდგომით უშუალოდ ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობის კუთხით. ვახდენთ მათ დიფერენცირებას და ვეხმარებით საქმის წარმატებით წარმართვაში. დღესდღეობით კომპანიასთან 200-ზე მეტი ფერმერი თანამშრომლობს და მოსავლის რეალიზაციის გარდა, მხარდაჭერას იღებს წარმოების კონსულტაციის, წინასწარ დაფინანსების მიღებისა და სხვა აქტივობების შესახებ.

„ევრო ფარმი“-ს საწყობი მდებარეობს ქ.თბილისში, ორხევის დასახლებაში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ათვისებულია, როგორც სამაცივრე მეურნეობისთვის საჭირო დანადგარები, ასევე პროდუქციის შეფუთვა/დახარისხებისთვის საჭირო ტექნიკით. სადისტრიბუციო ქსელი მოიცავს 100-ზე ობიექტს საქართველოს მასშტაბით.