კომპანია „ევრო ფარმი“ დაფუძნდა 2012 წელს და დღემდე წარმატებით საქმიანობს აგრო სექტორში. კომპანიის დამფუძნებელია საერთაშორისო აგრო კომპანია „სილქ ვოთერ გრუპი“, რომელსაც გამოცდილება გააჩნია მრავალი ქვეყნის ბაზარზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების მხრივ.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფართო ასორტიმენტის ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის დისტრიბუციას, შეფუთვას, სორტირებას. აგრეთვე, „სილქ ვოთერ გრუპთან“ ერთად ახორციელებს აგრო პროექტებს საქართველოში, როგორიც არის სასათბურე მეურნეობების და საირიგაციო სისტემების განვითარება, იონჯის წარმოების ხელშეწყობა და სხვა მრავალ პროგრამას.

„ევრო ფარმი“ გამოირჩევა განსაკუთრებული მიდგომით ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობის და მათი განვითარების ხელშეწყობის კუთხით. დღესდღეობით 200-ზე მეტი ფერმერი თანამშრომლობს კომპანიასთან და მოსავლის რეალიზაციის გარდა მხარდაჭერას იღებს წარმოების კონსულტაციის, წინასწარ დაფინანსების მიღების და სხვა აქტივობების კუთხით.

„ევრო ფარმი“-ს ბაზა მდებარეობს ქ.თბილისში, ორხევის დასახელებაში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სამაცივრე მეურნეობა, შესაფუთი, სარეცხი და სორტირების ხაზებით. სადისტრიბუციო ქსელი მოიცავს 100-ზე ობიექტს საქართველოს მასშტაბით.