"ევრო ფერმა"

კომპანია ,,ევრო ფერმა’’ 2012 წელს დაფუძნდა  და დღემდე წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი კომპანია წარმოდგენილია საერთაშორისო აგრო ჰოლდინგის – „სილქ უოთერ გრუპ“-ის ბრენდის ქვეშ. აღნიშნული ჰოლდინგი თავის მხრივ ანხორციელებს საერთაშორისო აგრო პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით. მართვის საერთაშორისო მიდგომები და გამოცდილება, რომელიც გააჩნია „სილქ უოთერ გრუპ“-ის ევროპელ მენეჯმენტს ცალსახად განაპირობებს კომპანიის წარმატების საიდუმლოს.

„ევრო ფერმის“ – ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ხილისა და ბოსტნეულის დისტრიბუცია. კომპანიის მთავარი მიზანია მაქსიმალურად მოერგოს თითოეული კლიენტის მოთხოვნებს და უზრუნველყოს მათი დროული მიწოდება. ჩვენი პროფესიონალი გუნდი მუდმივად მზად არის გაგიწიოთ კომპეტენტური მომსახურების სრული ციკლი, რაც ითვალისწინებს: პროდუქციის შერჩევას, ფინანსური დოკუმენტაციით უზრუნველყოფას, ეფექტურად და დროულად მიწოდების სერვისს.

პროდუქციის დიდი ნაწილის მიწოდება ხორციელდება ჩვენს მიერ წინასწარ შერჩეული ქართველი ფერმერებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ სათანადო ხარისხის მოწოდებას წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, კომპანია თავად ანხორციელებს პროდუქციის იმპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კომპანიაში არსებული ორგანიზაციული სტრუქტურა და მუდმივად განახლებადი სამუშაო მოდელი ორიენტირებულია სერვისის მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. ტრადიციული სადისტრიბუციო კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენი ნიშა მდგომარეობს ოპერატიულობასა და მუდმივად განახლებად ფასებსა და პროდუქციის ასორტიმენტში. კლიენტს შესაძლებლობა აქვს სასურველ დროსა და ადგილას ოპერატიულად მიიღოს მისთვის სასურველი პროდუქცია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის, ქართულ და უცხოურ პროდუქციას;
  • შეკვეთების ადაპტირებულ ელექტრონულ სისტემას;
  • მუდმივად განახლებული ფასებს და პროდუქციის ასორტიმენტს;
  • მოქნილ გადახდის მეთოდებს;
  • შესაბამისი დოკუმენტაციით უზრუნველყოფას;
  • დროის ეფექტურად მართვას;
  • ოპერატიული მიწოდების სერვისს;
  • პროდუქტის შეცვლის/დაბრუნების შესაძლებლობას;
  • პროდუქციის უწყვეტობას;
  • პროფესიონალი თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდს.